სუსის უფროსს აშშ-ში "სტანდარტული, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდნენ" - საელჩო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, ინფორმაციას ამის შესახებ უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიზიტი 7-10 თებერვალს შედგა და როგორც სუსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური დეტალების დაუზუსტებლად წერს, ვიზიტი "თავისი კოლეგების მიწვევით" შედგა და "შეხვედრა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა".
საელჩო: სტანდარტული სამუშაო ვიზიტიროგორც საქართველოში აშშ-ის საელჩოდან უპასუხეს რადიო თავისუფლებას შესაბამისი შეკითხვის პასუხად, "აშშ-ის ოფიციალური პირები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე ორიენტირებული სტანდარტული, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდნენ".
საელჩოს არ აზუსტებს შეხვედრის მონაწილეთა ვინაობას.
მანამდე მამუკა მდინარაძის აშშ-ში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია 4 თებერვალს გაავრცელა პარტიის, "გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენელმა გიორგი შარაშიძემ.
"მთავარი, რაც დღეს ხდება, არის ის, რომ მორიგი შიკრიკი ჰყავს გაგზავნილი ივანიშვილს აშშ-ში, არც მეტი არც ნაკლები, სუსის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის სახით. ის იმყოფება აშშ-ში",- თქვა შარაშიძემ. ეს ინფორმაცია სუსმა არ დაადასტურა, უწყებაში განაცხადეს, რომ მამუკა მდინარაძე თბილისში, სამსახურში იმყოფებოდა.
სხვა ვიზიტები აშშ-შიმანამდე, 3 თებერვალს, ვაშინგტონში იმყოფებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია. მან შეხვედრა გამართა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანაშემწე ბრენდან ჰანრაჰანთან.
საგარეო უწყების ცნობით, დარსალიამ ამ შეხვედრაზე გამოხატა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის „გადატვირთვისთვის” საქართველოს მზადყოფნა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლების საჭიროებაზე ისაუბრა.
თავდაპირველად მაღალჩინოსნების შეხვედრების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტს არ გაუვრცელებია. რადიო თავისუფლების კითხვის პასუხად კი სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს:
„[აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა] ბიუროს მაღალჩინოსანმა ბრენდან ჰანრაჰანმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ 3 თებერვალს კონსტრუქციული საუბარი გამართეს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი ინტერესის საკითხებზე.მათ განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები სამხრეთ კავკასიის რეგიონში, შესაძლებლობები, რომლებიც გამომდინარეობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პრეზიდენტ ტრამპის შუამავლობით 2025 წლის 8 აგვისტოს მიღწეული ისტორიული სამშვიდობო შეთანხმებიდან“, - ეწერა 6 თებერვლით დათარიღებულ პასუხში.
აშშ-საქართველოს ურთიერთობები
„აგენტების კანონის“ და „ქართული ოცნების" წარმომადგენლების ანტიდასავლური, ყალბ ბრალდებებზე დაფუძნებული რიტორიკის გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ;2024 წლის 30 ნოემბერს კი სახელმწიფო დეპარტამენტმა სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ამის გამო ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ კი ძალის გამოყენება დაიწყო;ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს არაერთ წარმომადგენელს;„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას პრეზიდენტი ტრამპი შეცვლიდა;2025 წლის 13 მაისს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ღია წერილით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს;2025 წლის 28 მაისს შეერთებული შტატების საელჩომ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე, „სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა“. ივანიშვილმა საპასუხო წერილში საელჩოს განცხადებას „გაუგებარი“ უწოდა.
გასულ კვირაში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე მილანში ჩასული იყო დელეგაცია საქართველოდანაც. პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც “ქართული ოცნების” წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა საარჩევნო კოლეგიამ 2024 წლის ბოლოს აირჩია, ჰყვებოდა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ჯეი დი ვენსთან და სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან გასაუბრების დროს, რომელშიც საგარეო უწყების მინისტრი მაკა ბოჭორიშვილიც მონაწილეობდა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადახედვისა და გაუმჯობესების დაპირება მიიღეს.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში არ ეწვია საქართველოს, ქვეყანას, რომელიც დიდი ხანია აშშ-ის მთავარ მოკავშირედ ითვლება სამხრეთ კავკასიაში.
"საქმიანი ურთიერთობა სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტიტუტებს შორის გრძელდება"მამუკა მდინარაძის აშშ-ში ვიზიტის შეფასებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად, სადავო პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა დღეს, 11 თებერვალს, მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ "საქმიანი ურთიერთობა სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტიტუტებს შორის გრძელდება".
მისი სიტყვებით, მნიშვნელოვანია აშშ-სა და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლობა "იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც დღეს გლობალურად არსებობს და იმ პოლიტიკის ფონზე, რომელსაც აშშ ატარებს, რომ შეამციროს კონფლიქტები და უზრუნველყოს მშვიდობიანი განვითარება".
შეკითხვაზე, ხომ არ განიხილებოდა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების მოხსნის საკითხი, უპასუხა, რომ „სუსის განცხადებაში მოცემულია ვიზიტის მიზანი, საფუძველი და შინაარსი“.
მისი სიტყვებით, ვიზიტი უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობას შეეხებოდა, რეგიონის გამოწვევების გათვალისწინებით, "რათა უსაფრთხოების თვალსაზრისით ორივე ქვეყნის ინტერესების განხორციელება იყოს უზრუნველყოფილი. როგორც კერძო ურთიერთობებშია, ასევეა სახელმწიფოს შორის ურთიერთობებში, რომ მასპინძელი იწვევს სტუმარს“.
გასული წლის ნოემბერში ამერიკელი კანონმდებლების მწვავე რეაქცია მოჰყვა მდინარაძის განცხადებას, რომ თითქოს ტაილანდში აშშ-ის საელჩო, სავარაუდოდ, „ჩინური საფრთხეების“ წინააღმდეგ საბრძოლველად განკუთვნილ თანხებს ქართველი „რადიკალების“ მხარდაჭერაზე ხარჯავს.
სუსის უფროსმა მამუკა მდინარაძემ 2025 წლის 1 ოქტომბერს განაცხადა, რომ ტაილანდიდან ერთ-ერთი დიდი ქვეყნის საელჩოს „ანტიჩინური მიზნებისათვის დაფინანსებული ადამიანები ჰყავს საქართველოში“ და „დაახლოებით 95-98% შემთხვევაში ეს თანხა ხმარდება ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ რადიკალებს, რევოლუციურ მიზნებს, სხვადასხვა პერფორმანსებს, დადგმებს“.„ასეთი მიზნობრიობით იხარჯება ამერიკელი გადამხდელის ფული, რომელმაც თავისი ქვეყნის ხელისუფალი აირჩია იმისათვის, რომ, დავუშვათ, კი ბატონო, ებრძოლოს - მათი გადმოსახედიდან გასაგებია ყველაფერი - ჩინურ საფრთხეებს და ა.შ. მაგრამ ეს თანხა რეალურად სხვა მიზნობრიობით იხარჯება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამერიკის საელჩომ თბილისში უარყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრალდებები და განაცხადა, რომ
„სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ფინანსური მომსახურების ცენტრი ბანგკოკში მნიშვნელოვან როლს ასრულებს აშშ-ის მთავრობის ოპერაციების მხარდასაჭერად მთელ მსოფლიოში თანხების განაწილებაში.
ეს ფინანსური მომსახურების ცენტრი გადახდებს ახორციელებს აშშ-ის თანამშრომლებისთვის, ადგილობრივი თანამშრომლებისთვის, კონტრაქტორებისთვის, მასპინძელი მთავრობებისთვის და სხვა პარტნიორებისთვის.
ეს ტრანზაქციები არის რუტინული, გამჭვირვალე და ხორციელდება აშშ-ისა და მასპინძელი ქვეყნის კანონებისა და რეგულაციების სრული დაცვით“.
ამის შემდეგ საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში, თამარ ტალიაშვილი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს და „ღრმა შეშფოთება“ გამოხატეს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების გამო.
"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "ტყუილი" უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას ტალიაშვილის დაბარებაზე და თქვა, რომ "ის არ დაუბარებიათ არც ერთხელ. თქვენ იცით, დაბარება არის სპეციალური დიპლომატიური პროცედურა, დიპლომატიური ზომა, ის არ დაუბარებიათ არც ერთხელ“.
კობახიძის თქმით, ტალიაშვილს „ერთ-ერთი შეხვედრა“ ჰქონდა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან.
„რაც შეეხება თვითონ კომუნიკაციას, ეს არის დახურული ინფორმაცია და ამაზე საუბარი არ შეგვიძლია. არასწორია, რადგან დახურული საუბარი უნდა დარჩეს დახურულ საუბრად“, - განაცხადა მან.