„დაზუსტდება შემდეგ პროცესზე“, - პროკურორმა ვიდეოში ბრალდებულებზე ვერ მიუთითა, სხდომა გადაიდო
4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულების ერთი ჯგუფის სასამართლო სხდომა გადაიდო მას შემდეგ, რაც ადვოკატებმა პროკურორს ვიდეოკადრებში ბრალდებულების მითითება მოსთხოვეს. პროკურორმა თამარ იაკობიძემ პირობა დადო, რომ ადვოკატების მოთხოვნას მომდევნო სხდომაზე შეასრულებს.
