ზელენსკი: აშშ-ს სურს, რუსეთმა და უკრაინამ სამშვიდობო შეთანხმება 2026 წლის ივნისისთვის გააფორმონ
აშშ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას მიმდინარე წლის ივნისისთვის ცდილობს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შაბათს 7 თებერვალს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იუწყება უკრაინის მედია.
