„არ იცოდნენ, რომ აკრძალული იყო“ - აქციებისას დაკავებულებს ბანქოს თამაშისთვის ახალი ბრალი წარუდგინეს
პროევროპული აქციებისას დაკავებულ სამ მსჯავრდებულს პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა. გამოძიება ანტონ ჩეჩინს, არტიომ გრიბულსა და სერგეი კუხარჩუკს საპატიმროში აკრძალული ნივთის, ბანქოს შენახვასა და მოხმარებას ედავება.
