მიხეილ სააკაშვილი სამი წლის შემდეგ პირველად დაესწრო საკუთარ სასამართლო სხდომას
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღეს, 22 იანვარს, სამი წლის შემდეგ, პირველად დაესწრო მის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე საქმის განხილვას. ამ დრომდე ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომებზე ონლაინ ერთვებოდა.
