„თითქოს ახლოს იყო ოცნების ახდენა“ - საქართველოს მოქალაქეები აშშ-ის საიმიგრაციო ვიზებს ვეღარ მიიღებენ
“თითქოს ახლოს იყო ოცნების ახდენა, მაგრამ უცებ ყველაფერი გაქრა” - 21 იანვრიდან, საქართველოს მოქალაქეები აშშ-ის საიმიგრაციო ვიზებს ვეღარ მიიღებენ. გაცემის პროცესი დროებით შეწყდა. ჯერ არავინ იცის, როდის და რა პირობებით განახლდება.
