ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ევროკავშირი განიხილავს პასუხს ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებზე
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ 17 იანვარს განაცხადა, რომ ევროკავშირი მტკიცედ იცავს საერთაშორისო კანონებს - კოშტამ ეს თქვა პასუხად კითხვაზე იმ გადასახადების შესახებ, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროპის რიგ ქვეყნებს დაუწესა, გრენლანდიის საკითხის გამო. კოშტა ამბობს, რომ იგი ხელმძღვანელობს ევროკავშირის კოორდინირებულ პასუხს ამ საკითხთან მიმართებით.
"რაც შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ ევროპის კავშირი ყოველთვის მტკიცე იქნება საერთაშორისო კანონების დაცვაში, სადაც უნდა იყოს ეს - რაც, რა თქმა უნდა, იწყება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე" - თქვა კოშტამ მას მერე, რაც ხელი მოაწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მერკოსურთან - სამხრეთ ამერიკის სავაჭრო ბლოკთან. კოშტას ამ სიტყვებს წინ უძღოდა ტრამპის განცხადება, რომ გადასახადებს უწესებს ევროპელ მოკავშირეებს, მათი წინააღმდეგობის გამო აშშ-ის მიერ გრენლანდიაზე კონტროლის დამყარებაზე.
"ახლა კოორდინირებას ვუწევ ამ საკითხზე ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების ერთობლივ პასუხს" - დასძინა კოშტამ.
