დააკავეს ნეონაცისტური ჯგუფის 16 წევრი, მათ შორის 10 არასრულწლოვანი - შსს
პოლიციამ რადიკალური ფაშისტური (ნეონაცისტური) დაჯგუფების წევრობის ბრალდებით ქვეყნის მასშტაბით 16 ადამიანი დააკავა. მათ შორის 10 არასრულწლოვანია. ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა ბრიფინგზე.
