მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანების იდეა - ვინ გააბრაზა სანდუს სიტყვებმა და რატომ?
მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს პოზიციას, რომ შესაძლო რეფერენდუმზე მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანებას დაუჭერდა მხარს, “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები აკრიტიკებენ. პრეზიდენტი სანდუ ქვეყნის დამოუკიდებლობას ხელყოფს - ამბობენ საქართველოს ხელისუფლებაში.
