ირანში დაწყებულ პროტესტს საქართველოში მყოფი ირანელებიც უერთდებიან
უკვე მეოთხე დღეა, საქართველოს დედაქალაქში, ირანის საელჩოსთან აქციები იმართება. საქართველოში მყოფი ირანელები უერთდებიან ირანში დაწყებულ საპროტესტო ტალღას. ისინი გამოხატავენ მხარდაჭერას და პატივს მიაგებენ დაღუპულებს.
