ტროტუარზე პროტესტისთვის შსს-ში დაწყებული სამართალწარმოება მოსამართლემ შეწყვიტა - ამბობს აქტივისტი გიორგი წულაია
მოქალაქე გიორგი წულაია, რომელსაც 17 დეკემბერს ტროტუარზე პროტესტისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინეს, აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყდა. მისი ცნობით, გადაწყვეტილება მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარიძემ.
