ru24.pro
World News in Georgian
Октябрь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ტრამპმა და ზელენსკიმ ორი დღის განმავლობაში მეორედ ისაუბრეს

0

12 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ორი დღის განმავლობაში მეორე სატელეფონო საუბარი გამართა. მათი წინა საუბარი 11 ოქტომბერს შედგა.
ზელენსკიმ საუბარს ამჯერადაც „პროდუქტიული“ უწოდა.

„გუშინ შევთანხმდით დღევანდელ კონკრეტულ თემაზე და განვიხილეთ სიტუაციის ყველა ეს ასპექტი. ჩვენს ქვეყანაში სიცოცხლის დაცვა, მისი გაძლიერება - როგორც საჰაერო თავდაცვის, ასევე ჩვენი მდგრადობისა და ჩვენი შორი დისტანციის შესაძლებლობების თვალსაზრისით“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ მედიაში.
მან აღნიშნა, რომ ტრამპთან ერთად ასევე განიხილეს ენერგეტიკული საკითხები, რაც, როგორც ჩანს, უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე რუსეთის დარტყმებს გულისხმობდა.
ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ თქვა, რომ მან და ტრამპმა ასევე ისაუბრეს უკრაინისთვის შორი მოქმედების „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების შესაძლო მიწოდებაზე.
„ჩვენ ვხედავთ და გვესმის, რომ რუსეთი შიშობს, რომ ამერიკელებმა შეიძლება „ტომაჰავკები“ მოგვცენ. ეს არის სიგნალი იმისა, რომ ამ ტიპის ზეწოლამ შეიძლება მშვიდობისთვის იმუშაოს“, - თქვა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ „ჩვენი გუნდები, ჩვენი სამხედროები იმუშავებენ ყველაფერზე, რაც განვიხილეთ“.
ერთი დღით ადრე, წყაროებზე დაყრდნობით, Axios-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპმა ზელენსკისთან განიხილა „ტომაჰავკები“, თუმცა არ დაუკონკრეტებია, მიღებულია თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება მათი მიწოდების შესახებ.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ ამ რაკეტებს მიიღებს უკრაინა მათ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ არ გამოიყენებს არამედ რუსეთის მხოლოდ სამხედრო ობიექტებს დაუშენს.

„ტომაჰავკის“ თემა უკიდურესად შეშფოთების საგანია“, - უთხრა 12 ოქტომბერს კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიას კვირას გამოქვეყნებულ განცხადებაში. „ახლა მართლაც ძალიან დრამატული მომენტია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დაძაბულობა ყველა მხრიდან ესკალაციას განიცდის“.
პესკოვმა განაცხადა, რომ თუ რუსეთის მიმართულებით „ტომაჰავკებს“ გაუშვებენ, მოსკოვს მოუწევს გაითვალისწინოს, რომ რაკეტის ზოგიერთ ვერსიას შეუძლია ბირთვული ქობინების ტარება.