ru24.pro
World News in Georgian
Октябрь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ესტონელმა მესაზღვრეებმა რუსი სამხედროები შენიშნეს სასაზღვრო გამშვები პუნქტის რუსულ მხარეს

0

ინფორმაციას რუსი სამხედროების საატსეს რეგიონში გამოჩენის შესახებ ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (ERR) ავრცელებს მესაზღვრეებზე დაყრდნობით.

საატსე ბუტის [ეს მონაკვეთი ჩექმის ფორმით არის შეჭრილი ესტონეთში] რეგიონში, სადაც ესტონელმა მესაზღვრეებმა რუსი სამხედროები შენიშნეს,გადის გზა, რომელიც ორ ესტონურ სოფელს აკავშირებს ერთმანეთთან, შესაბამისად, არსებობს შეთანხმება, რომ ესტონელები ამ კილომეტრნახევრიანი გზით სარგებლობენ, თუმცა გაჩერება აკრძალული აქვთ.

"თავიდან ისინი [რუსი სამხედროები] გზის გასწვრივ მოძრაობდნენ, მაგრამ ერთ მონაკვეთში ისინი გზაზე ხაზად დადგნენ. ჩვენთვის ეს მკაფიოდ სახიფათო ვითარებას ქმნის. ჩვენ დავიწყეთ საატსე ბუტის რეგიონის ორივე მხარეს მანქანების გაჩერება, მძღოლებს ვითარება გავაცანით და გავაფრთხილეთ ზონაში პატრულირებების შესახებ. მძღოლების უმეტესობამ გზა გააგრძელა, თუმცა ნაწილი უკან გაბრუნდა.

მესაზღვრეებმა რუსეთის მხრეს მოსთხოვეს ინფორმაცია, რა ხდებოდა. მათი პასუხი იყო, რომ არაფერი ხდებოდა და ეს სრულად რუტინული ოპერაციები იყო. ჩვენთვის ეს იყო საფრთხის შემცველი ვითარება, რის გამოც მოგვიწია საატსეს რეგიონში გამავალი გზის დროებით ჩაკეტვა," - სამხრეთ პრეფექტურის სასაზღვრო დაცვის ბიუროს უფროსის, მელის საარეპუს ამ კომენტარსაც ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.