ru24.pro
World News in Georgian
Октябрь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

მიხეილ ყაველაშვილმა რეჟისორები, მომღერლები და პოეტები ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

0

„ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა კულტურის სფეროს წარმომადგენლები - ამავე სფეროში „გამორჩეული მიღწევისთვის და საქართველოსთვის გაწეული აღმატებული ღვაწლისთვის, ასევე კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“.

ბრწყინვალების ორდენები გადაეცათ:

მოზარდ მაყურებელთა თეატრის დირექტორს, რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილს; მხატვარ/მოქანდაკე გიორგი ჯაფარიძეს;პოეტებს დავით მაღრაძესა და ლია სტურუას; მუსიკოსი ჯემალ ბაღაშვილს.კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კი ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ:

მუსიკოსი ნინო თორაძე; საოპერო მომღერალი იანო ალიბეგაშვილი; კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი;ფოლკლორისტი გიორგი დონაძე; კომპოზიტორი ნიკა ნიკვაშვილი; მომღერალი ნატო მეტონიძე; „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასი - თბილისის თანამედროვე ბალეტის“ ხელმძღვანელი, ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე;მხატვარ-კერამიკოსი თამარ გრიგოლია; „საქართველოს თანამედროვე მხატვართა ლიგის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მხატვარი გიორგი მარკოზაშვილი; „საქართველოს მხატვართა კავშირისა“ და „საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანების“ თავმჯდომარე, მხატვარ-გრაფიკოსი გურამ ცერცვაძე;ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის გიდი, სახალხო პოეტი რუზველტი მარცვალაშვილი; „გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ფოლკლორისტი ილია დათუაშვილი; ანსამბლ „გურჯაანის“ მომღერლები - ამირან გეთიაშვილი, ნიკოლოზ მამიაშვილი, ბიძინა სამხარაძე, ტარიელ ჯაჭვაძე, ივანე გოგინაშვილი;ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი, ფოლკლორისტი უშანგი ირაკლი მათიკაშვილი.„სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც საქვეყნო საქმეს ღირსეულად ასრულებთ“, - განაცხადა ყაველაშვილმა ჯილდოების გადაცემის ცერემონიაზე.