„ოცნებამ“ თვითმმართველ ქალაქებში მანდატების 80%-ზე მეტი მიიღო - როგორ დაკომპლექტდება საკრებულოები
ხელისუფლებაში მყოფმა „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა: მისი კანდიდატი გახდა მერი 64-ვე მუნიციპალიტეტში. ასევე უმრავლესობა მოიპოვა საკრებულოებში - ოპოზიციამ ვერცერთი მაჟორიტარის გაყვანა ვერ შეძლო.