ru24.pro
World News in Georgian
Октябрь
2025
1 2 3 4 5 6 7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ირაკლი კობახიძე პარლამენტთან აქციებზე: მიიღებენ პასუხს

0

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დემონსტრანტები, რომლებიც ყოველდღიურად იკრიბებიან თბილისში, პარლამენტის შენობის წინ და გზას კეტავენ, „მიიღებენ პასუხს“. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში თქვა.

მან ნაწილს აგენტები, ნაწილს კი „გულწრფელი სულელები“ უწოდა იმ ადამიანებს, რომლებიც 2024 წლის 28 ნოემბერს მისი გაკეთებული განცხადების გასაპროტესტებლად ყოველდღიურად იკრიბებიან თბილისში, რუსთაველის გამზირზე - კობახიძემ გასულ წელს თქვა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდნენ ევროკავშირიში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

„როცა გამოდის 100 უცხოელი აგენტი და ძალადობს 4 მილიონ ადამიანზე, მის ეკონომიკაზე, მის ეროვნულ ინტერესებზე - რა თქმა უნდა, ამას ვერ დავუშვებთ. ნული თანაგრძნობა ამ ადამიანების მიმართ - ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად, კონსტიტუციის შესაბამისად - დაცული იქნება ძირითადი უფლებების სტანდარტები...

მე არ გამოვრიცხავ, რომ იქ მდგარ 150 კაცში, 10-15 იყოს გულწრფელი სულელი. მაგრამ მათ მიმართაც ჩვენი თანაგრძნობა იქნება ნული. სისულელეც არის დასჯადი, როცა შენ უპირისპირდები ეროვნულ ინტერესებს. როცა ხვდები, რომ მაგდენი ინტელექტი არ გაქვს, რომ გაიაზრო, რომ უცხოური დავალებებით მოქმედ სცენარში ხარ ჩაწერილი, ესეც არის ერთგვარი დანაშაული“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, მათ მიეცემათ თუ არა გზის გადაკეტვის შესაძლებლობა, კობახიძემ ასე უპასუხა:

„მოდით, მე არ შევალ დეტალებში, მაგრამ ჩვენი მეთოდური მიდგომით ისინი მიიღებენ პასუხს იმ ერთწლიანი 100-კაციან ძალადობაზე, რომელსაც ისინი ჩადიან 4 მილიონი ადამიანის, ეროვნული ინტერესებისა და ეკონომიკის წინააღმდეგ“.

დემონსტრანტები თბილისში, პარლამენტის შენობასთან გასული წლის 28 ნოემბრის შემდეგ ყოველდღიურად იკრიბებიან. „ქართულ ოცნებაში“ მიღებული გადაწყვეტილების გამო ისინი მოითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას და ყველა იმ დემონსტრანტის გათავისუფლებას, რომელიც სისხლის სამართლის წესით დააკავეს.