უკრაინის გენშტაბი ადასტურებს რუსეთის სამხედრო ქარხანასა და ნავთობტერმინალზე დარტყმას
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა დარტყმები ანექსირებულ ყირიმში მდებარე სამხედრო ობიექტსა და ნავთობტერმინალზე და რუსეთის ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში მდებარე სამხედრო ქარხანაზე. მანამდე ამ ობიექტებზე უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ რუსული ტელეგრამ-არხები იუწყებოდნენ.