ტრამპმა ჰამასს 5 ოქტომბრის საღამომდე მისცა ვადა ღაზაზე შეთანხმების მისაღებად: წინააღმდეგ შემთხვევაში „ჯოჯოხეთი“ დაიწყება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰამასს (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) კვირა საღამომდე მისცა ვადა, რათა მიღოს მისი წინადადება, რომელიც ღაზას სექტორში აშშ-ის მოკავშირე ისრაელთან თითქმის ორწლიანი ომის დასრულებას ითვალისწინებს, წინააღმდეგ შემთხვევაში „ჯოჯოხეთი“ დაიწყება, წერს ტრამპი.