თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარება შეუძლებელია - ISFED თვითმმართველობის არჩევნებზე
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“, რომელიც 30 წელია საარჩევნო გარემოს აკვირდება, აცხადებს, რომ 2025 წელს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად არის შეზღუდული. წინასაარჩევნო გარემო ორგანიზაციამ რამდენიმე კრიტერიუმით შეაფასა.
