„ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა“ - აშშ უკრაინის დახმარებას აგრძელებს
თეთრ სახლში ცხარე დაპირისპირების შემდეგ ამერიკელებთან პირველი ოფიციალური შეხვედრა კიევისთვის პოზიტიურად სრულდება - აშშ გააგრძელებს უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის და სამხედრო დახმარების მიწოდებას. სახელმწიფო მდივანი რუბიო ამბობს, რომ მშვიდობის მისაღწევად „ბურთი რუსეთის მოედანზეა".