ru24.pro
World News in Georgian
Март
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

მილსადენ "დრუჟბაზე" თავდასხმის გამო რუსეთმა უნგრეთს ნავთობის მიწოდება შეუჩერა

0

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყნისთვის მილსადენ „დრუჟბის“ მეშვეობით რუსეთის ნავთობის მიწოდება დროებით შეჩერებულია საზომ სადგურზე უკრაინული დრონის თავდასხმის შემდეგ. ამის შესახებ უნგრული გამოცემა Hirado იუწყება მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით.

სიიარტოს თქმით, ინციდენტის შესახებ მან რუსული მხარისგან შეიტყო. უნგრეთის მინისტრმა რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკთან განიხილა ვითარება.

თავდასხმა 10-11 მარტის ღამეს მოხდა, როდესაც უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებსაც დაესხნენ თავს. ამჟამად სადგურზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და მიწოდება შესაძლოა სამშაბათს საღამოს განახლდეს.

მინისტრმა უნგრეთთან დაკავშირებულ ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებს მიუღებელი უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის ენერგომომარაგება მისი სუვერენიტეტის საკითხია. მან კიევს მოუწოდა, არ შეუტიოს უნგრეთისკენ მიმავალ ინფრასტრუქტურას და აღნიშნა, რომ ბუდაპეშტს არ ეკისრება ომზე პასუხისმგებლობა.

რუსეთს მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. თავის მხრივ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბი იტყობინება, რომ 10-11 მარტის ღამეს უკრაინულმა დრონებმა ორიოლის რაიონში დაარტყეს ხაზოვან საწარმოო სადისპეტჩერო სადგურ „სტალნოი კონს“. გენერალურმა შტაბმა აღნიშნა, რომ ეს ობიექტი ნავთობსადენის ტექნოლოგიურ პროცესებს აკონტროლებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნავთობის მიწოდებაში ლენინგრადის ოლქის უსტ-ლუგის პორტის ტერმინალისთვის.

მოგვიანებით, სლოვაკურმა ოპერატორმა Transpetrol-მა დაადასტურა „დრუჟბის“ გავლით სლოვაკეთში ნავთობის მიწოდების დროებითი შეჩერება. კომპანიამ განმარტა, რომ მიზეზი იყო „ტექნიკური პრობლემები რესპუბლიკის გარეთ“.