მასშტაბურად ამცირებენ აშშ-ის განათლების სამინისტროს თანამშრომლებს
აშშ-ის განათლების სამინისტროდან 1300 თანამშრომელი გაათავისუფლეს. უწყებიდან, მანამდე თავისი სურვილით წასული თანამშრომლების რაოდენობის გათვალისწინებით, პერსონალი განახევრდა მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მივიდა.