ru24.pro
World News in Georgian
Март
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

Bloomberg: აშშ განიხილავს რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქების გეგმას

0
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩევლები მუშაობენ რუსეთის მიმართებით მოქმედი სანქციების შემსუბუქების გეგმაზე. ამის შესახებ იუწყება სააგენტო Bloomberg-ი, წყაროებზე დაყრდნობით. წყაროთა ინფორმაციით, საქმე, კერძოდ, ეხება შეზღუდვებს, რომლებიც რუსეთის ნავთობს მიემართება. 


Bloomberg-ი 7 მარტს იუწყებოდა, რომ თეთრი სახლი განიხილავს ე.წ. "ნავთობის ჭერის" მოხსნას - ზომის, რომელიც დასავლეთის ქვეყნების კომპანიებს უკრძალავს გადაზიდონ ან დააზღვიონ ნავთობი, რომელიც რუსეთისგან ბარელზე 60 დოლარზე მეტ ფასადაა შესყიდული. 


სანქციების შემსუბუქების პირობად Bloomberg-ის და Reuters-ის წყაროები ასახელებენ უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას. ამასთან, Reuters-ის წყაროთა მონაცემებით, ვაშინგტონის გეგმები არ წარმოადგენს ნიშანს, რომ შეზღუდვები მოიხსნება კრემლის მხრიდან დათმობებზე წასვლის გარეშე.


ტრამპი 7 მარტს რუსეთს მასშტაბური სანქციებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ მოისურვებს უკრაინის წინააღმდეგ ომის შეწყვეტას და კიევთან მოლაპარაკების გამართვას.


11 მარტს, სამშაბათს საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გაიმართება აშშ-ის და უკრაინის წარმომადგენელთა შეხვედრა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინას სურს გამოვიდეს რუსეთთან ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის წინადადებით. საქმე ეხება აკრძალვას დარტყმებზე დრონებით და გრძელი რადიუსის რაკეტებით, ასევე საბრძოლო მოქმედებების აკრძალვას შავ ზღვაზე.


ამასთან, როგორც Bloomberg-ი აღნიშნავს, რუსეთს ჯერჯერობით არ გამოუვლენია ნიშანი, რომ მზადაა რაიმე დათმობაზე წავიდეს სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად. თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მანამდე უკრაინასთან მიმართებით ტრამპის გუნდის მოქმედებებს უწოდა "სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები".