ამერიკულმა საიდუმლო კოსმოსურმა ხომალდმა 434 დღიანი მისია დაასრულა
ამერიკული კოსმოსური ხომალდი X-37B საიდუმლო სამხედრო მისიაზე 434 დღიანი ფრენის შემდეგ დედამიწას დაუბრუნდა. აშშ-ის კოსმოსური ძალების თანახმად, საფრენმა საშუალებამ არაერთი სატესტო მისიისა და ექსპერიმენტის ჩატარებით "ახალი სიტყვა შემოიტანა".