ru24.pro
World News in Georgian
Март
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ალან გაგლოევი საავადმყოფოში რჩება, დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობას ე.წ. პრემიერ-მინისტრი ასრულებს

0
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობას, ე.წ. მთავრობის თავმჯდომარე კონსტანტინ ჯუსოევი შეასრულებს.


ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალან ალბოროვმა უსაფრთხოების და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა, - ინფორმაციას დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.




ოსური მედიის ცნობით, კონსტანტინ ჯუსოევი საგანგებო თათბირზე უკვე შეხვდა უსაფრთხოების და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს. მათ ალან გაგლოევის ჯანმრთელობის მდგომარეობა გააცნო და მოუწოდა, თავიანთი მოვალეობა მაქსიმალური პასუხისმგებლობით შეასრულონ, რათა დე ფაქტო რესპუბლიკის სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებაზე ე.წ. პრეზიდენტის არყოფნას გავლენა არ ჰქონდეს.


„ვესაუბრე ვლადიკავკაზის საავადმყოფოს მთავარ ექიმს, როგორც მან მითხრა, ალან გაგლოევს ჩაუტარდა კლინიკურ- დიაგნოსტიკური გამოკვლევა და მიიღო ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კიდევ ცოტა ხანს დარჩება. მინდა მოგმართოთ თითოეულ თქვენგანს, შეასრულეთ თქვენი მოვალეობა მაქსიმალური პასუხისმგებლობით, განსაკუთრებით პრეზიდენტის არყოფნის დროს. ამან არ უნდა იმოქმედოს სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე და ყველა იმ ამოცანის შესრულებაზე, რაც ჩვენ წინაშე დგას“, - განაცხადა კონსტანტინ ჯუსოევმა.


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ალან გაგლოევი, 6 მარტს სასწრაფოდ გადაიყვანეს ჩრდილოეთ ოსეთში, ვლადიკავკაზის ცენტრალურ საავადმყოფოში. ტელეგრამარხებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გაგლოევს ინფარქტის ნიშნები ჰქონდა. კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის ოფიციალური ინფორმაციით, ალან გაგლოევი კლინიკაში ჰიპერტონიული კრიზით მიიყვანეს.


„ამჟამად, მისი მდგომარეობა სტაბილურია და ის კარდიოლოგიურ განყოფილებაშია მოთავსებული. ახლა სამედიცინო მომსახურების სტანდარტების შესაბამისი გამოკვლევები ტარდება“, - განაცხადა გაგლოევის პრესსამსახურის უფროსმა ნატალია ბოსიკოვამ. ⠀


მანამდე, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესსამსახური გაგლოევის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაციას მალავდა და აცხადებდა, რომ დე ფაქტო პრეზიდენტი ვლადიკავკაზში სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად იყო წასული. თუმცა ტელეგრამარხებით გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ იძულებული გახდნენ საზოგადოებისთვის სიმართლე ეთქვათ.


ტელეგრამარხ „ბონვარონის“ ცნობით, ალან გაგლოევს ჩაუტარდა კორონარული სტენტირება. ამავე არხის ცნობით, ვლადიკავკაზის კლინიკაში გაგლოევის სანახავად, ჩრდილოეთ ოსეთის მეთაური სერგეი მენიაილოც მივიდა. მათივე ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტი გონებაზეა და კონტაქტურია.