ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აშშ-უკრაინის შეხვედრა საუდის არაბეთში გაიმართება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მომავალი კვირის ორშაბათს დაგეგმილია მისი ვიზიტი საუდის არაბეთში, სადაც ტახტის მემკვიდრე პრინცს შეხვდება.
„ამის შემდეგ, ჩემი გუნდი საუდის არაბეთში დარჩება ამერიკელ პარტნიორებთან სამუშაოდ. უკრაინა ყველაზე მეტადაა დაინტერესებული მშვიდობით. როგორც პრეზიდენტ ტრამპს ვუთხარით, უკრაინა მუშაობს და იმუშავებს კონსტრუქციულად სწრაფი და საიმედო მშვიდობისთვის“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში 6 მარტს, გვიან ღამით, ევროკავშირის ლიდერებთან ბრიუსელში შეხვედრის შემდეგ.
უკრაინის პრეზიდენტმა სწორედ ბრიუსელის სამიტზე გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინის და აშშ-ის წარმომადგენლებმა მუშაობა განაახლეს და მომავალ კვირაში მნიშვნელოვანი შეხვედრა იგეგმება, თუმცა, ადგილი არ დაუსახელებია.
ამერიკული ტელეკომპანია Fox News-ი იუწყებოდა, რომ შეხვედრა საუდის არაბეთში გაიმართება.
Fox News-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი, სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი.
სააგენტო AFP ინფორომირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის დელეგაციაში იქნება თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვიც.
საუდის არაბეთში აშშ-ის და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა სავარაუდოდ, 11 მარტს გაიმართება.
18 თებერვალს სწორედ საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გაიმართა აშშ-ის და რუსეთის მაღალი რანგის წარმომადგენელთა შეხვედრა, რომელზეც უკრაინაში ომის დასრულების გზები განიხილებოდა. უკრაინა შეხვედრაზე არ მიუწვევიათ, რამაც კიევის და ევროპის სახელმწიფოების უკმაყოფილება გამოიწვია.
28 თებერვალს ვაშინგტონში ჩაიშალა აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტების მოლაპარაკება და ეკონომიკური თანამშრომლობის, მათ შორის სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა.
თეთრ სახლში მოლაპარაკების დაწყების წინ, პრესისთვის საჯარო შეხვედრისას სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, ერთი მხრივ, პრეზიდენტ ზელენსკის და, მეორე მხრივ, პრეზიდენტ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ ვენსს შორის. ამ კონფლიქტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა.
ამ ინციდენტის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა და სადაზვერვო მონაცემების გაზიარება.