ru24.pro
World News in Georgian
Март
2025
1 2 3 4 5 6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

მაიკ უოლცი: აშშ-მა შეიძლება სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ განაახლოს უკრაინის სამხედრო დახმარება

0
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განიხილავს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების განახლებას, თუ მოხდება სამშვიდობო მოლაპარაკებების ორგანიზება და მიღებულ იქნება ნდობის აღდგენის ზომები, განუცხადა Fox News-ს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა მაიკ უოლცმა.


„ვფიქრობ, თუ შევძლებთ ამ მოლაპარაკებების გამართვას და მისკენ წინსვლას, ასევე ნდობის აღდგენის ზოგიერთი ზომის დადებას მაგიდაზე, მაშინ პრეზიდენტი განიხილავს პაუზის გაუქმების შესაძლებლობას“, თქვა უალცმა.




შეერთებულმა შტატებმა კიევის სამხედრო დახმარება შეაჩერა მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს თეთრ სახლში შელაპარაკება მოხდა, ერთი მხრივ, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და, მეორე მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენს შორის. ზელენსკის ვიზიტის შედეგად მოსალოდნელი იყო შეთანხმება უკრაინის იშვიათი წიაღისეულის ერთობლივი ათვისების შესახებ, რასაც ტრამპმა უწოდა უმთავრესი ნაბიჯი უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობისკენ. ამის ნაცვლად, ოვალურ კაბინეტში კამერების წინ შეხვედრა გადაიზარდა ხმამაღალ შელაპარაკებაში: დონალდ ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი ვენსი ამტკიცებდნენ, რომ ზელენსკიმ მეტი მადლიერება უნდა გამოხატოს აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერისთვის და რომ მას არ შეუძლია მოთხოვნების წამოყენება.


„პრეზიდენტ ზელენსკისგან უნდა მოვისმინოთ, რომ ის ნანობს მომხდარს, რომ მზად არის ხელი მოაწეროს მინერალებზე ხელშეკრულებას და მზად არის ჩაერთოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში“, განუცხადა მაიკ უოლცმა Fox News-ს.


გუშინ ტრამპმა განაცხადა, რომ მან მიიღო ზელენსკის წერილი, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის და წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ხელმოწერისთვის „ნებისმიერ დროს“. „ამავე დროს ჩვენ გვქონდა სერიოზული დისკუსიები რუსეთთან და მივიღეთ ძლიერი სიგნალები მშვიდობისთვის მისი მზადყოფნის შესახებ“, დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.


მანამდე ზელენსკიმ 28 თებერვალს თეთრ სახლში ვიზიტის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა სოცმედიაში. მისი თქმით, შეხვედრამ „არ ჩაიარა ისე, როგორც ნავარაუდევი იყო“ და გამოთქვა მზადყოფნა, „რაც შეიძლება მალე“ მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას. „მე და ჩემი გუნდი მზად ვართ, ვიმუშაოთ პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობით, რათა მივაღწიოთ გრძელვადიან მშვიდობას“, დაწერა ზელენსკიმ.