მაკრონის თქმით, მოსაფიქრებელია, გავრცელდეს თუ არა საფრანგეთის ბირთვული ქოლგა ევროპელ პარტნიორებზე
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ოთხშაბათს საღამოს სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხე არ ქრება და ის მთელს ევროპას ეხება საფრანგეთის ჩათვლით.
ის მიესალმება ყველა სამშვიდობო ინიციატივას, მაგრამ საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მშვიდობა ვერ დამყარდება უკრაინის ხარჯზე და რომ არ შეიძლება რუსეთს მიეცეს პირობების კარნახის უფლება.
საფრანგეთის პრეზიდენტმა აღიარა, რომ შეერთებულმა შტატებმა „შეიცვალა პოზიცია“ უკრაინის მიმართ. მაკრონმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ დარჩება ევროპის მოკავშირე, მაგრამ საჭიროა იმისთვის მზადყოფნა, რომ ეს შეიძლება აღარ გაგრძელდეს და ამიტომ აუცილებელია საერთოევროპული თავდაცვის გაძლიერება.
არაფრის კეთება, მაკრონის თქმით, „სიგიჟეა“. საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ნატოს ერთგულია და დასძინა, რომ „ევროპის მომავალი არ უნდა წყდებოდეს არც ვაშინგტონში და არც მოსკოვში“ და აღნიშნა, რომ ევროპა მზად არის „კონკურენციისთვის“ როგორც აშშ-სთან, ისე რუსეთთან.
მაკრონის თქმით, ის ევროპელ მოკავშირეებთან ერთად განიხილავს რუსეთის მხრიდან საფრთხისგან თავის დასაცავად მათ მიერ საფრანგეთის ბირთვული შემაკავებელი პოტენციალის გამოყენების იდეას.
საფრანგეთი ევროკავშირის ერთადერთი ბირთვული სახელმწიფოა.
მაკრონმა გერმანიის მომავალი კანცლერის, ფრიდრიხ მერცის მოწოდებაზე, რომ საფრანგეთის ბირთვული ძალების ხელმძღვანელობა ევროპის დონის მეთაურობას გადაეცეს, მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთის ბირთვული ძალების კონტროლი პრეზიდენტის ხელში დარჩება.
მან ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთს ევროპაში ყველაზე ეფექტიანი არმია ჰყავს, მაგრამ აუცილებელია მისი გაზრდა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში საფრანგეთის სამხედრო ბიუჯეტი ორჯერ გაიზარდა, მაგრამ იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომელთა წინაშეც დგას ქვეყანა, აუცილებელია ხარჯების გაზრდა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ გადასახადები არ გაიზრდება.
თავის გამოსვლაში მაკრონმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ შეძლებს დაარწმუნოს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომ არ შემოიღოს გადასახადები ევროპული საქონლის იმპორტზე.