"ფაქტობრივად ვშლით ქართულ ბანდებს" - პოლონეთმა 17 ქართველი გააძევა
პოლონური გაზეთის, Gazeta Prawna-ს ცნობით, კრაკოვიდან, თვითმფრინავით საქართველოს 17 მოქალაქის დეპორტაცია განახორციელეს.
პრემიერ მინისტრმა, დონალდ ტუსკმა პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ისინი "ფაქტობრივად შლიან ქართულ ბანდებს".
"დეპორტაცია დაიწყო. ჩვენ, ფაქტობრივად ვშლით ქართულ ბანდებს. არა სიტყვები, არამედ მოქმედებები", - დაწერა დონალდ ტუსკმა და თან დაურთო დეპორტაციის ამსახველი ვიდეოკადრებიც.
პოლონეთის სასაზღვრო დაცვის უფროსის, ანდჟეი იოჟვიაკის პრესსპიკერის თქმით, დეპორტირებული ქართველები 24-დან 58 წლამდე მამაკაცები არიან.
„ეს არის პირველი ასეთი დაგეგმილი ოპერაცია. სხვა მსგავსი ოპერაციები უახლოეს კვირებშიც იქნება“, - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.
მისივე ცნობით, დეპორტირებულთა შორის არიან „კრიმინალური წარსულის მქონე პირები, რომლებმაც ჩაიდინეს ქურდობა“ და „ადამიანები, რომლებმაც მეტი დრო გაატარეს პოლონეთში, ან უკანონოდ გადაკვეთეს სახელმწიფო საზღვარი“.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაშ სიემონიაკმა X-ზე დაწერა: „ჩვენ არ დავუშვებთ უცხოური კრიმინალური დაჯგუფებების პოლონეთში შესვლას“.