დაღესტანში "ისლამური სახელმწიფოს" ოთხი წევრი მოკლეს
წუხელ დაღესტანში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის დროს „განეიტრალდა ოთხი ბანდიტი, რომლებიც გეგმავდნენ ტერორისტულ აქტს ქალაქ კასპიისკში, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონული ადმინისტრაციის ობიექტში“, განაცხადა რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა.
უწყების ცნობით, მოკლული ადამიანების საქმიანობა კოორდინირებული იყო რუსეთში აკრძალული საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრების მიერ.
მახაჩყალაში, კიროვის რაიონის სოფელ სემენდერში, რამდენიმე საათის განმავლობაში იყო შემოღებული კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი. საგზაო პოლიციის თანამშრომლების დაკავების მცდელობისა და სროლის შემდეგ ეჭვმიტანილები სოფლის გარეუბანში მოიმწყვდიეს, სადაც ისინი მოკლეს.
ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი ასევე აცხადებს, რომ შეტაკების ადგილზე და ახლომდებარე სამალავში აღმოაჩინეს ყუმბარმტყორცნები, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები, ხელყუმბარები, ტყვიამფრქვევები, პისტოლეტი და მათი ვაზნები.
გავრცელებული ინფორმაციით, სამოქალაქო პირებსა და სამართალდამცავებს შორის მსხვერპლი არ არის.