ჭიათურელი მაღაროელები სახელმწიფოს წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ
ბოლო რამდენიმე დღეა ჭიათურელი მაღაროელები ხელისუფლების წარმომადგენლების ყურადღების მიქცევას აქციებით ცდილობენ. 28 თებერვლიდან ათობით მაღაროელი აქციას მართავს და ითხოვს, სახელმწიფომ მანგანეზის მომპოვებელ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ დასაქმებულებისა და ადგილობრივების უფლებები დაიცვას.