ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი უკრაინას სოლიდარობას უცხადებს და დახმარების გაზრდას გეგმავს
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, იუნას გარ სტორე გამოხატავს მხარდაჭერას უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლის მიმართ და არ იზიარებს აშშ-ის პრეზიდენტის ბრალდებებს პრეზიდენტ ზელენსკისთან დაკავშირებით. პარალელურად, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნორვეგიის მთავრობამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
„უკრაინას ჯერ ისევ სჭირდება აშშ-ის მხარდაჭერა. უკრაინის უსაფრთხოება და მომავალი ასევე მნიშვნელოვანია აშშ-სა და ევროპისთვის. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ძლიერი მხარდაჭერა აქვს უკრაინაში, ფართო მხარდაჭერა - ევროპაში და ის გაუძღვა თავის ხალხს ძალიან მძიმე და სასტიკ დროში, რუსეთის დარტყმების ქვეშ.
ის, რომ ტრამპი ზელენსკის მესამე მსოფლიო ომთან აზარტულ თამაშებში ადანაშაულებს, ღრმად დაუსაბუთებელია. ნორვეგია მხარს უჭერს უკრაინას თავისუფლებისთვის ბრძოლაში. იმედი გვაქვს, რომ ტრამპის ადმინისტრაციისთვის ასევე გასაგებია სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის ფასი უკრაინაში“, - დაწერა ფეისბუკზე ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა 1 მარტს, თეთრ სახლში აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ.
იუნას გარ სტორე ამ ინციდენტს სამწუხაროსა და გულგასატეხს უწოდებს.
„მხარს ვუჭერთ უკრაინას თავის მართალ ბრძოლაში, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის“, - დაწერა იუნას გარ სტორემ X-ზე გამოქვეყნებულ კიდევ ერთ პოსტში.
ნორვეგიის მთავრობა აპირებს, ახლო მომავალში მიმართოს პარლამენტს უკრაინისთვის დახმარების გაზრდის თხოვნით. მედიის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადება ნორვეგიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, შაბათს გააკეთა.
როიტერსის თანახმად, ნორვეგიის პარლამენტმა, გასული წლის მიწურულს დაამტკიცა გადაწყვეტილება 2025 წელს უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო დახმარების მიზნებისთვის - 35 მილიარდი კრონის [3,12 მილიარდი დოლარი] გამოყოფის შესახებ. მიღებულია ასევე გადაწყვეტილება, 2023-2030 წლებში, სულ 155 მილიარდი კრონის გამოყოფის შესახებ.