„მიცვალებულს ვერ მარხავენ” - გურიაში ჭირისუფლებს დიდთოვლობამ საფიქრალი დაუმატა
გურიაში, სადაც ერთი კვირაა დიდთოვლობამ ათობით სოფელი გარე სამყაროს მოწყვიტა და ადგილობრივები ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და სატელეფონო კავშირის გარეშე დატოვა, მოსახლეობა სხვა პრობლემებთან ერთად სწუხს იმაზე, რომ გაუწმენდავი გზები გარდაცვლილი ოჯახის წევრების დაკრძალვის საშუალებას არ აძლევს.