ru24.pro
World News in Georgian
Февраль
2025

ზელენსკისა და ტრამპს შორის ოვალურ ოფისში შელაპარაკება მოხდა

0
უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის 28 თებერვალს, თეთრ სახლში, ჟურნალისტების წინაშე შელაპარაკება მოხდა - ზელენსკი ტრამპს მოუწოდებდა რუსეთის მიმართ სიფრთხილე გამოეჩინა, ხოლო ტრამპი ზელენსკის უპატივცემულობაში ადანაშაულებდა.


ორი ლიდერის შეხვედრა თეთრ სახლში, ოვალურ ოფისში გაიმართა, სანამ ისინი განიხილავდნენ შეთანხმებას, რომლითაც აშშ-ის წვდომა მიენიჭებოდა უკრაინის მინერალების რესურსებზე. მაგრამ ზელენსკიმ ტრამპს ღიად უსაყვედურა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართ რბილი მიდგომების გამო.


ზელენსკიმ უარყო ტრამპის განცხადებები, რომ უკრაინის ქალაქები მიწასთანაა გასწორებული სამწლიანი ომის შედეგად. ტრამპი აცხადებდა, რომ პუტინს შეთანხმების გაფორმება სურს.


"თქვენ მესამე მსოფლიო ომს ეთამაშებით" - უთხრა ტრამპმა ზელენსკის ერთ მომენტში და მეტი მადლიერების გამოვლენისკენ მოუწოდა.


საუბარში ჩაერთო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსიც - მან ზელენსკის უთხრა, უპატივცემულობაა ოვალურ ოფისში თქვენი პოზიციის გასატარებლად მოსვლაო, რასაც ტრამპი დაეთანხმა.


"ხალხი იხოცება... თქვენ ჯარისკაცები გელევათ" - უთხრა ტრამპმა ზელენსკის.


ტრამპის თქმით, ზელენსკი მინერალებზე შეთანხმებას ან გააფორმებს, ან აშშ ვითარებიდან გადის. ამასთან, ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ შექმნილ ვითარებაში უკრაინა მომგებიან პოზიციებზე არ არის.


ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა არ წავიდეს "კომპრომისზე მკვლელთან" - რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმირ პუტინზე მინიშნებით.


ზელენსკი - რომლის ქვეყანამაც რუსეთთან ბრძოლაში მილიარდობით დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება და მორალური მხარდაჭერა მიიღო აშშ-ის წინა ადმინისტრაციისგან - ტრამპისგან მკვეთრად განსხვავებული პოზიციის წინაშეა. ტრამპს სურს სწრაფად დასრულდეს სამი წლის განმავლობაში მიმდინარე ომი, გააუმჯობესოს კავშირები რუსეთთან და დაიბრუნოს ფული, რომელიც აშშ-მა უკრაინაზე დაიხარჯა.