„ალტ-ინფო” ახალი პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციას ცდილობს
ჰომოფობიური და პრორუსული პოლიტიკური ჯგუფი “ალტ-ინფო” ახალი პარტიის რეგისტრაციას აპირებს და საჯარო რეესტრში შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე შეიტანა. იგი 2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.