გომელაურმა და ჩიქოვანმა გურიაში „ვითარების მონიტორინგი ვერტმფრენიდან განახორციელეს“
„ქართული ოცნების“ მთავრობის წევრებმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა, სტიქიის ერთ-ერთ ზონაში, გურიის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში, „არსებული ვითარების მონიტორინგი ვერტმფრენიდან განახორციელეს“.