რუსეთის სასამართლომ უარი თქვა შამან გაბიშევისთვის მკურნალობის პირობების შემსუბუქებაზე
რუსეთში, პრიმორიეს სასამართლომ გააუქმა გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებდა იძულებითი მკურნალობის პირობების შემსუბუქებას იაკუტიელი შამანის, ალექსანდრ გაბიშევისთვის. ამ ცნობას ავრცელებს გაბიშევის ადვოკატი, ალექსეი პრიანიშნიკოვი.
გასული წლის დეკემბერში რაიონულმა სასამართლომ ნებართვა გასცა გაბიშევის გადაყვანაზე სპეციალიზირებული ტიპის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან ზოგადი ტიპის სტაციონარში. ხოლო ახლა უფრო მაღალი ინსტანციის სასამართლომ ამ გადაწყვეტილების გადასინჯვის საჭიროება დაადგინა.
"გრძელდება წრეზე ოთხწლიანი სიგრძის სიარული" - აღნიშნავს პრიანიშნიკოვი.
ინტენსიური მეთვალყურეობის სპეციალიზირებულ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაბიშევი იძულებით განათავსეს 2021 წლის ოქტომბერში. მანამდე შამანს ადანაშაულებდნენ ექსტრემიზმისკენ მოწოდებებში და პოლიციელის მიმართ ძალადობაში.
გაბიშევი რამდენჯერმე აცხადებდა მოსკოვის მიმართულებით მსვლელობის მოწყობაზე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის "განდევნის რიტუალის" ჩატარების მიზნით. 2019 წელს მან მომხრეებთან ერთად ბურიატიამდე ჩასვლა შესძლო. გაბიშევს აპატიმრებდნენ, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უშვებდნენ და შემდეგ ათავისუფლებდნენ, საზოგადოებრივი რეზონანის ფონზე - იუწყება რადიო თავისუფლების რუსული სამსახური.