მათე დევიძის საქმეზე აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა - ის პატიმრობაში დატოვეს
თბილისის საქალაქოს სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 21 წლის მათე დევიძე პატიმრობაში დატოვა. მან გაიზიარა პროკურატურის პოზიცია, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის და მიმალვის საფრთხე.
ამასთან, გადაისინჯა დევიძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა და ის ძალაში დარჩა.
სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. სასამართლოში ჩვენება ორმა მოწმემ მისცა: სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმმა დავით ჩხარტიშვილმა და შსს-ს ექსპერტიზის სამსახურის წარმომადგენელმა ეკატერინე ყუფარაძემ.
სასწრაფოს ექიმმა თქვა, რომ მასთან მივიდა პოლიციელი ბიძინა ჟამერაშვილი, რომლის გადმოცემითაც “უცნობმა პირმა გადაატეხა ხელჯოხი და მხრის არეში აღენიშნებოდა სიწითლე და მტკივნეულობა”. “ტკივილი ჰქონდა და ტკივილგამაყუჩებელზე უარი გვითხრა, გადაყვანაზეც უარი მითხრა”, - თქვა მოწმემ.
მისივე განმარტებით, ზუსტად არ ახსოვს, სად ჰქონდა პოლიციელს სიწითლე.
“სავარაუდოდ, მხრიდან იწყებოდა და უკან მიდიოდა”,-თქვა მან.
ადვოკატებს აინტერესებთ, როგორ დაუწითლდა უკანა მხარე, როცა ჯოხი მათე დევიძემ პროკურატურის თქმით, წინიდან გადაარტყა.
შსს-ს ექსპერტმა დაადასტურა, რომ ვიდეომტკიცებულებებში ასახული ახალგაზრდა კაცი, სწორედ, მათე დევიძეა.
ის შსს-ს ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის მონაცემთა ერთიან ბაზაში გადამოწმდა.
მათე დევიძის საქმეზე სამი პოლიციელია დაზარალებული, მათგან ორი ბიძინა ჟამერაშვილი და გიორგი ესტატიშვილი უკვე გამოიკითხნენ.
ჟამერაშვილმა თქვა, რომ მას ჯოხი მხრის და ბეჭის არეში მოხვდა და ფიზიკური ტკივილი განიცადა. დაზარალებულ პატრულ-ინსპექტორ გიორგი ესტატიშვილის განცხადებით, მას წლის მათე დევიძემ სახის არეში სავარაუდოდ, დროშის ტარი ჩაარტყა.
მათე დევიძის ადვოკატები სასამართლო სხდომაზე გირაოს გამოყენებას ითხოვდნენ. აღკვეთის გადასინჯვის მიზეზი კი გახდა სხდომის თარიღი, 24 მარტი. ამ დროისთვის აღკვეთის გადასინჯვის ორთვიანი ვადა გასული იქნებოდა.
ვინ არის მათე დევიძე
მათე დევიძეს 21 წელი საპატიმროში შეუსრულდა. იგი 2024 წლის 19 ნოემბერს დააკავეს - არჩევნების შედეგების - რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი არ აღიარებს - წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე.
ბრალდების მტკიცებით, მათე დევიძე სამართალდამცავებს 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე „მოულოდნელად დაესხა თავს ჯოხის მსგავსი საგნით“. მათე დევიძის პოზიციაა, რომ ჯოხი თავდაცვის მიზნით მოიქნია.
მისი საქმის არსებითი განხილვა 30 იანვარს დაიწყო. საქმეს განიხილავენ მოსამართლეები ნინო გალუსტაშვილი და ჯვებე ნაჭყებია.