ru24.pro
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26
27
28

FT: კიევმა და ვაშინგტონმა შეათანხმეს სასარგებლო წიაღისეულის შესახებ გარიგების პირობები

0
კიევმა და ვაშინგტონმა შეათანხმეს სასარგებლო წიაღისეულის შესახებ გარიგების პირობები, იტყობინება Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით. ინფორმაციას ადასტურებს „უკრაინსკა პრავდაც“. ამ ცნობების თანახმად, აშშ-მა უარი თქვა მოთხოვნაზე უფლების შესახებ, მიიღოს 500 მილიარდი დოლარი პოტენციური მოგება და უკრაინა „ბევრად უფრო მომგებიანი პირობებით შეთანხმდა“.


ოფიციალურად არც კიევს, არც ვაშინგტონს ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ კომენტარი ამ ინფორმაციაზე.


შეთანხმების საბოლოო ვერსია, რომელიც Financial Times-მა მოიპოვა, ითვალისწინებს ფონდის შექმნას, რომელშიც უკრაინა შეიტანს სახელმწიფო რესურსების, მათ შორის ნავთობისა და გაზის, „მომავალი მონეტიზციიდან“ მიღებული მოგების 50%-ს. ამ სახსრების ინვესტირება მოხდება პროექტებში თავად უკრაინაში.


ასევე შეთანხმებიდან ამოიღეს საბადოები, რომლებსაც უკვე მოაქვს მოგება უკრაინის ბიუჯეტისთვის. ამგვარად, ის არ ვრცელდება უკრაინის ნავთობისა და გაზის უდიდეს კომპანიებზე, „ნაფტოჰაზსა“ და „უკრნეფტზე“.


ამასთან, როგორც FT აღნიშნავს, შეთანხმების ტექსტში არ არის ნახსენები არც უსაფრთხოების გარანტიები აშშ-ის მხრიდან, რის იმედიც ჰქონდა თავიდან უკრაინას.




თებერვლის დამდეგს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინის იშვიათ მიწათა ლითონების შეძენით არის დაინტერესებული აშშ-ის მხრიდან სამხედრო დახმარების სანაცვლოდ. მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის მსვლელობისას უკრაინამ აშშ-ის დელეგაციას გადასცა იშვიათ მიწათა ლითონების შესახებ შეთანხმების გადამუშავებული ვარიანტი. მას შემდეგ, რაც ის უკვე ამერიკის მხარემ შეცვალა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვა გარიგებაზე. რამდენიმე დღის შემდეგ ტრამპმა მას დიქტატორი უწოდა და ფაქტობრივად უკრაინა დაადანაშაულა ომის გაჩაღებაში.