ru24.pro
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25
26
27
28

გაეროს უშიშროების საბჭომ უკრაინის შესახებ აშშ-ის მიერ შეთავაზებული რეზოლუცია მიიღო

0
გაეროს უშიშროების საბჭომ ორშაბათს აშშ-ის მიერ შემუშავებული რეზოლუცია მიიღო უკრაინაში რუსეთის შეჭრის მესამე წლისთავთან დაკავშირებით. ტექსტი შეიცავს მოწოდებას ომის სწრაფად დასრულებისკენ, თუმცა რუსეთი აგრესორად არაა მოხსენიებული.  ეს არის გაეროს ყველაზე გავლენიანი ორგანოს მიერ სრულმასშტაბიანი ომის შესახებ  მიღებული  პირველი ერთობლივი გადაწყვეტილება.


როგორც სააგენტო Reuters აღნიშნავს, რეზოლუცია  გამოხატავს შეერთებული შტატების ნეიტრალურ პოზიციას მიმდინარე ომთან დაკავშირებით, ვინაიდან პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მშვიდობის დამყარებას ცდილობს. აქამდე უშიშროების საბჭოს 15 წევრმა ერთობლივი ქმედებების განხორციელება ვერ შეძლო,  რუსეთის ხელთ არსებული ვეტოს უფლების გამო.


აშშ-ის  რეზოლუციას 10- მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი,  საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, დანიამ, საბერძნეთმა და სლოვენიამ თავი შეიკავეს.


„ამ რეზოლუციას სამშვიდობო გზაზე გავყავართ, ეს პირველი, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯია რომლითაც ყველამ შეგვიძლია ვიამაყოთ“, -  განაცხადა  გაეროში აშშ-ის  ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დოროთი  შიმ.


რეზოლუციის  მოკლე ტექსტში გამოხატულია მწუხარება „რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის“ მსხვერპლთა მიმართ,  დადასტურებულია, რომ გაეროს მიზანია საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება. რეზოლუცია მოუწოდებს რაც შეიძლება  სწრაფად გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისკენ.


მანამდე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა უკრაინის რეზოლუცია, რომელიც მოითხოვს უკრაინიდან რუსეთის ჯარის დაუყოვნებლივ გაყვანას.




გაეროს გენერალურ ასამბლეაზე არ დამტკიცდა ალტერნატიული, აშშ-ის რეზოლუცია, რომელიც გამოდიოდა ომის სწრაფი დასრულების მოწოდებით, თუმცა არ ახსენებდა უკრაინაში რუსეთის შეჭრას. ეს რეზოლუცია მიღებულ იქნა მხოლოდ ევროკავშირის მხრიდან შეტანილი შესწორებებით - დოკუმენტს დაემატა მკაფიო ფორმულირებები, რომ რუსეთი გაეროს ქარტიის დარღვევით შეიჭრა თავის მეზობელ ქვეყანაში.