თბილისში უკრაინის მხარდამჭერი მარში იმართება
თბილისის ცენტრალურ ქუჩებში უკრაინის მხარდამჭერი აქცია-მსვლელობა იმართება. მარშის მონაწილეები 19:00 საათზე, უკრიანის საელჩოსთან შეიკრიბნენ, საიდანაც ჭავჭავაძის გამზირის გავლით, რუსთაველის გამზირისკენ, პარლამენტის შენობისკენ გაემართნენ. აქციას საქართველოში მცხოვრები უკრაინელებიც შეუერთდნენ.
სოლიდარობის აქცია უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი წლისთავს ეძღვნება.
მარშის მსვლელობისას, პერიოდულად ჟღერდება უკრაინის, საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნი.
მომიტინგეებს ხელში უჭირავთ უკრაინის დროშები, სადაც იმ ქართველი მებრძოლების გვარები წერია, რომლებიც უკრაინის ომში დაიღუპნენ.
ასევე, აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირზე უკრაინისა და საქართველოს დროშები გაშალეს.
რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. ომმა ათეულობით ათასი უკრაინელის სიცოცხლე იმსხვერპლა და მილიონობით დევნილად აქცია.
სამი წლის განმავლობაში გაეროს მიერ დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემებით, უკრაინაში დაიღუპა 12 600-ზე მეტი და დაშავდა 29 000-ზე მეტი სამოქალაქო პირი. რეალურად მსხვერპლი გაცილებით დიდია, რადგან არ არსებობს მონაცემები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ.
უკრაინის ხელისუფლების თანახმად, სამი წლის განმავლობაში რუსეთთან ომში 46 000-ზე მეტი უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა.