მაკრონთან შეხვედრის წინ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ და უკრაინა უახლოვდებიან შეთანხმებას მინერალებზე
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 24 თებერვალს იმედი გამოთქვა, რომ აშშ და უკრაინა მალე გააფორმებენ შეთანხმებას უკრაინის იშვიათ მინერალებზე - ტრამპმა ეს განაცხადა დიდი შვიდეულის (G7) ლიდერებთან ვირტუალური შეხვედრის შემდეგ, უკრაინაში რუსეთის სრული მასშტაბით შეჭრის მესამე წლისთავზე.
ტრამპს თეთრ სახლში შეუერთდა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი - ორმა ლიდერმა ორმხრივი მოლაპარაკება გამართა უკრაინის საკითხის გარშემო. მათი შეხვედრის ფონია მზარდი ბუნდოვანება ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გარშემო, ტრამპის მხრიდან ევროპის ფაქტობრივი გამოთიშვით უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის დასრულების ძალისხმევიდან.
თუმცა ტრამპმა ოპტიმიზმით ილაპარაკა, რომ თეთრი სახლი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უახლოვდებიან შეთანხმებას, რომელიც აშშ-ს წვდომას მისცემს უკრაინის მნიშვნელოვან მინერალებზე - როგორც აშშ-ის მხრიდან გაღებული, 180 მილიარდ დოლარზე მეტის მოცულობის იმ სამხედრო დახმარების საფასურზე, რომელიც კიევს გაუწიეს 2022 წელს ომის დაწყების შემდეგ. უკრაინას სურს შეთანხმების ნაწილი იყოს სამომავლო უსაფრთხოების გარანტიები.
"როგორც ჩანს, ჩვენ ამას ძალიან ვუახლოვდებით" - უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს მაკრონთან შეხვედრის დაწყებამდე. ტრამპმა დასძინა, რომ ზელენსკი, შესაძლოა, ვაშინგტონს მიმდინარე, ან მომავალ კვირაში ესტუმროს შეთანხმების გასაფორმებლად.
თუმცა ტრამპს არ უთქვამს რამდენად გაითვალისწინებს დაგეგმილი შეთანხმება ამერიკის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიებს. "ევროპა უზრუნველყოფს, რომ არაფერი მოხდეს" - თქვა მან.
"ჩვენ გვაქვს მყარი მშვიდობის გარანტიის ქონის აუცილებლობა" - თქვა მაკრონმა შეხვედრის დაწყებამდე. "ეს ევროპისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია".
მაკრონი ევროპის ერთ-ერთი პირველი ლიდერია, რომელიც ტრამპს იანვარში მისი ინაუგურაციის შემდეგ ხვდება. მაკრონის ვაშინგტონში ვიზიტი ემთხვევა რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრული მასშტაბით შეჭრის მესამე წლისთავს.