“ტერიტორიული მთლიანობა” აშშ-სთვის ვაჭრობის საგნად იქცა” - იან ბრემერი
„ის, რომ შეერთებული შტატები დღეს ტერიტორიულ მთლიანობას განიხილავს, როგორც ვაჭრობისა თუ მოლაპარაკების საგანს და არა როგორც ხელშეუხებელ პრინციპს, ძალიან მძლავრი სიგნალია პუტინის სასარგებლოდ“, – ეუბნება Eurasia Group-ის დამფუძნებელი, გეოპოლიტიკის ცნობილი ანალიტიკოსი იან ბრემერი რადიო თავისუფლებას.
ვაჟა თავბერიძესთან ინტერვიუში ის საუბრობს პუტინის გარდაუვალ რეაბილიტაციაზე, ტრამპის ტრანზაქციულ მიდგომაზე საგარეო პოლიტიკის მიმართ და იმ სიგნალებზე, რასაც უკრაინის ომზე მოლაპარაკებების დინამიკა რუსული გავლენის მიმართ მოწყვლადი ქვეყნების - მათ შორის, საქართველოსა და მოლდოვისთვის შეიცავს.
ბრემერი შიშობს, რომ ვაშინგტონის მერყევი პოზიცია ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე შესაძლოა მძიმე შედეგებით დასრულდეს მოლდოვისა და საქართველოსთვის, რომლებიც „ევროპის იმედადღა რჩებიან“.
რადიო თავისუფლება იან ბრემერს მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ესაუბრა.
რადიო თავისუფლება: ელოდით პუტინის ასეთ სწრაფ რეაბილიტაციას, მისთვის მსოფლიო დიპლომატიაში თითქოსდა ჩარაზული კარების ასე მარტივად გაღებას? ვთქვათ, ნახევარი წლის წინ რომ მეკითხა, რას მიპასუხებდით?
იან ბრემერი: როგორც კი ტრამპის გამარჯვება ცხადი გახდა, უკვე შემეძლო ამის თქმა. გავიხსენოთ ჰელსინკის სამიტი მისი პრეზიდენტობის პირველ ვადაში - ტრამპის პუტინთან შეხვედრამ, მისივე თქმით, „ძალიან კარგად ჩაიარა“. ტრამპის, როგორც პრეზიდენტის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მახასიათებელი არის მისი მზადყოფნა, გარიგება დადოს, მიუხედავად იმისა, თუ ვისთან დებს ამ გარიგებას - მეორე მხარე კორუმპირებულია თუ არა, ომის დამნაშავედ ითვლება თუ არა, რა პოლიტიკურ სისტემას წარმოადგენს - ამ ყველაფერს არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს. ერთადერთი, რაც მას აინტერესებს და რაც მისთვის მნიშვნელოვანია, არის ის, რომ გარიგება გაჩარხოს. ამიტომ ცხადია, რომ უპრობლემოდ და სიამოვნებით შეხვდება პუტინს და დაელაპარაკება მას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე გარიგება შედგება.
ჩვენ მოლაპარაკებების ჯერ კიდევ ძალიან ადრეულ ეტაპზე ვართ. ტრამპს სურს, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიოს, მაგრამ საკითხავი ისაა, რა პირობებით, რამდენად მდგრადი იქნება ეს შეთანხმება და რამდენად მზად იქნება პუტინი, რაიმე დათმობებზე წავიდეს. ჯერჯერობით, პასუხი არ გვაქვს მთელ რიგ კითხვებზე - მაგალითად, კონკრეტულად რას გულისხმობს მისი მოთხოვნა უკრაინის „დენაციფიკაციის“ ან „დემილიტარიზაციის“ შესახებ? ეს პირობები უკრაინისთვის კატეგორიულად მიუღებელია. მზადაა კი პუტინი, უკან დაიხიოს, დათმოს ეს პრეტენზიები? ჯერ არავინ იცის.
რადიო თავისუფლება: ვთქვათ, დაიდო შეთანხმება - რა გარანტიებია, რომ პუტინი მის პირობებს შეასრულებს? მაგალითად, 2008 წელს არ შეასრულა, დღემდე არ შეუსრულებია.
ბრემერი: ერთადერთი გზა, რომ პუტინს აიძულო, შეთანხმების პირობებს პატივი სცეს, არის ის, რომ დარწმუნდეს – თუ დაარღვევს, დაუსჯელი არ დარჩება. მაგალითად, თუ ეუბნები, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ გახდება, შემდეგ კი, მიუხედავად ამისა, პუტინი მაინც გადაწყვეტს მორიგი აგრესიის წამოწყებას, მაშინ უკრაინის ნატოში გაწევრება დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეს დღის წესრიგში. იგივე უნდა ითქვას სანქციებსა და რუსეთისთვის გაყინულ აქტივებზე – სანამ საბოლოო სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება მიღწეული, მათზე კონტროლი მკაცრად უნდა იყოს შენარჩუნებული. აქ ნდობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. რეიგანი ამბობდა – „ენდე, მაგრამ გადაამოწმე“. პუტინთან საჭიროა არა „ნდობა და გადამოწმება“, არამედ მხოლოდ გადამოწმება. საჭიროა გვქონდეს ბერკეტები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ შეთანხმება არ დაირღვეს.
რადიო თავისუფლება: ასევე მინდა გკითხოთ ტრამპის წინადადებასა თუ ულტიმატუმზე ზელენსკის მიმართ - უკრაინის იშვიათი წიაღისეულის მარაგები ამერიკის მხრიდან დახმარების სანაცვლოდ. ამ მომენტისთვის ჯერ კიდევ არ ვიცით, მოაწერს თუ არა ხელს უკრაინა, ან როგორი სახე ექნება საბოლოო შეთანხმებას, მაგრამ, რაც დანამდვილებით ვიცით, არის ის, რომ ამ რესურსების საკმაოდ დიდი წილი იმ ტერიტორიებზეა, რომელთაც დღეს რუსეთი აკონტროლებს და, დიდი ალბათობით, დათმობას არ აპირებს. როგორ გეგმავს ამერიკა მათ მოპოვებას?
ბრემერი: ამ მომენტისათვის ეს გეგმა კი არა, უფრო კონცეფციაა. მთავარი აქ ტრამპისათვის დამახასიათებელი ტრანზაქციული მიდგომაა – „მე მოგცემ ამას, შენ მომცემ იმას“. უკრაინას, რა თქმა უნდა, აქვს ღირებული რესურსები – მაგალითად, ნეონი, რომლის მსოფლიო მარაგის თითქმის 50% ომამდე უკრაინაში მოიპოვებოდა და რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნახევარგამტარების წარმოებისთვის. ეს დისკუსია ჯერ კიდევ ღია რჩება და სავარაუდოდ, საბოლოო შეთანხმება დაიხვეწება და უფრო დეტალურად გაწერს, მაინც რას მოიცავს და როგორ აპირებენ მის რეალობად ქცევას.
რადიო თავისუფლება: ანუ ეს უშუალოდ გარიგებასთან ერთად, ნარატიული დისკურსიცაა, ბერკეტი.
ბრემერი: სწორედ ასეა. და ზელენსკი საკმარისად ჭკვიანია იმისთვის, რომ ეს გააცნობიეროს.
რადიო თავისუფლება: მაშინ, სხვა ქვეყნებზეც გადავიდეთ - მაგალითად, რა გავლენა ექნება ამ მოლაპარაკებებს იმ ქვეყნებზე, რომელთაც რუსეთი საკუთარ „ახლო საზღვარგარეთად“ აღიქვამს? რა დასკვნების გამოტანა შეუძლიათ მათ იმ გზავნილებისგან, რომლებიც უკვე გაჟღერდა მოლაპარაკებებისას?
ბრემერი: ის ფაქტი, რომ შეერთებული შტატები დღეს ტერიტორიულ მთლიანობას განიხილავს, როგორც ვაჭრობისა თუ მოლაპარაკების საგანს და არა როგორც ხელშეუხებელ, დაურღვეველ პრინციპს, ძალიან მრავლისმთქმელია. სწორედ ამერიკამ შექმნა გაეროს სისტემა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სადაც ტერიტორიული მთლიანობა ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპად იყო მიჩნეული. მაგრამ, როგორც ჩანს, დღეს უკვე ამერიკისთვის მისი მნიშვნელობა დაკნინდა...
რასაც ვხედავთ, გარკვეულწილად მაამებლობა-დაშოშმინების პოლიტიკის ჩარჩოებში ჯდება - და ეს მიუხედავად იმისა, რომ მეც ვეთანხმები შეფასებებს, რომ უკრაინა ვერ შეძლებს სამხედრო გზით თავისი ამჟამად ოკუპირებული ტერიტორიები სრულად დაიბრუნოს უკან. ომი მოლაპარაკებებით დამთავრდება და უკრაინა დანაწევრდება - ამას ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისში ვწერდი, მაგრამ - ის, რომ ამერიკა ასე მარტივად, უბრძოლველად აცხადებს მზადყოფნას ტერიტორიების დათმობაზე, რომ ასე მარტივად ელევა ტერიტორიული მთლიანობის არგუმენტს - ჯერ კიდევ მოლაპარაკებების დაწყებამდეც კი, ეს ძალიან მძლავრი სიგნალია პუტინის სასარგებლოდ, სხვა ქვეყნებისათვის კი - თქვენს მიერ ნახსენები მოლდოვისა და საქართველოსთვის, ეს არის გზავნილი, რომელიც ამერიკის სისუსტეს ასხივებს. იმ ქვეყნებისთვის, რომელთა ხილვაც რუსეთს საკუთარ ორბიტაზე სურს - მათი სურვილისდა მიუხედავად - სუვერენიტეტის შენარჩუნება ბევრად უფრო რთული გახდება.
რადიო თავისუფლება: რადგან მოლდოვა და საქართველო თქვენვე გამოარჩიეთ, მინდა გკითხოთ, როგორ გესახებათ მათი მომავალი, როდესაც ეს სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდება, რა შინაარსისაც არ უნდა იყოს ის? განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბალტიის ქვეყნებისგან განსხვავებით, არც ერთ მათგანს არ გააჩნია ნატოს ქოლგის ქვეშ ყოფნის ფუფუნება...
ბრემერი: ვიტყოდი, რომ ისინი ევროპის იმედად არიან დარჩენილნი - ამ ორი ქვეყნისთვის ახლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, როგორ მოიქცევიან ევროპელები. საბოლოო ჯამში, ეს ომი ევროპისთვის უფრო დიდი უსაფრთხოების გამოწვევაა, ვიდრე ამერიკისთვის. ევროპელებმა უკვე ძალიან დიდი ფინანსური რესურსები დახარჯეს უკრაინის მხარდასაჭერად, და ამერიკის სცენიდან გასვლის ფონზე, მათ მოუწევთ მეტი ყურადღება გამოიჩინონ საქართველოსა და მოლდოვის მიმართაც. ორივე ქვეყანას სურს ევროკავშირში გაწევრიანება. მათი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი სხვადასხვა სისწრაფით მიმდინარეობს – მოლდოვის შემთხვევაში სწრაფად, საქართველოს შემთხვევაში – უფრო ნელა, მეტიც, საქართველოს შიდა პოლიტიკაში აზრი ორად იყოფა იმაზე, გაგრძელდება თუ არა ამ გზაზე სვლა...
მაგრამ მთავარი კითხვა იგივე რჩება: აიღებს თუ არა ევროპა პასუხისმგებლობას კანონის უზენაესობის დაცვაზე, თუ ამერიკა ამას აღარ გააკეთებს? დაიცავენ თუ არა ევროპელები ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობას, თუკი ამერიკა ამაზე ხელს აიღებს? და თუ ევროპაც უარს იტყვის – ეს რას მოასწავებს, რას მოგვიტანს? ვფიქრობ, ეს ევროპისთვის მაღვიძარა, = a wake-up call იყო. გერმანელები ამ საკითხს კიდევ უფრო მეტად სერიოზულად უნდა მიუდგნენ, რადგან ახლა საარჩევნო ციკლში არიან, და ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, იმედია, აცნობიერებს, რომ მომავალი მთავრობისათვის ეს საკითხი პრიორიტეტად უნდა იქცეს.
რადიო თავისუფლება: და ბოლოს - საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ახსენეთ, რომელიც, როგორც ჩანს, უფრო მეტად ქართველ ხალხს სურს, ვიდრე ხელისუფლებას. მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, ხედავთ თუ არა იმის პერსპექტივას, რომ საქართველო საბოლოოდ რუსულ ორბიტაზე აღმოჩნდეს, რომ დასავლეთი შეეგუოს მის რუსეთის გავლენის სფეროში ჩარჩენას? რამდენად დიდია რისკი, უკრაინასთან მოლაპარაკებებში საქართველო ერთ, არცთუ ისე ღირებულ სავაჭრო მონეტად იქცეს?
ბრემერი: იმედი მაქვს, რომ ასე არ მოხდება... რაც შეეხება ევროკავშირში ინტეგრაციას - ევროკავშირზე საუბრისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არ არის უსაფრთხოების ალიანსი, ესაა სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკურ განვითარებას და კანონის უზენაესობას – და ეს ამ ქვეყნების მოსახლეობის კეთილდღეობისთვის აუცილებელია. ევროპელებმა, ჩემი აზრით, დიდი შეცდომა დაუშვეს, როდესაც თურქეთს მოლაპარაკებები შესთავაზეს, მაგრამ საბოლოოდ, ფაქტობრივად, ჩაკეტილი კარის წინ ალოდინეს, ათწლეულების განმავლობაში. ევროკავშირი არის ინსტრუმენტი, რომელიც სტაბილურობას ქმნის. თუკი ევროკავშირს შეუძლია იგივე გააკეთოს საქართველოსთვის, ეს კარგი იქნებოდა. მაგრამ ამ მომენტში ეს ყველაფერი ნაკლებადაა დამოკიდებული ბრიუსელზე და უფრო მეტად - თბილისზე, საქართველოს ხელისუფლებაზე. ამ პროცესში გადამწყვეტი ფაქტორი სწორედ ქართული მთავრობაა და არა ბრიუსელი.