ჩიმაევის სამკუთხედი: კადიროვთან მეგობრობა, რუსეთის სიყვარული და "საამიროების" მოქალაქეობა
შერეული ორთაბრძოლების ჩეჩენმა ჩემპიონმა ხამზატ ჩიმაევმა, რომელსაც ორიოდე თვის წინ "ქართული ოცნების" ლიდერები მასპინძლობდნენ საქართველოში, ცოტა ხნის წინ მიიღო არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეობა, რაც მას საშუალებას აძლევს დაუბრკოლებლად შევიდეს აშშ-ში და იასპარეზოს იქ გამართულ ტურნირებში.