გელა ხასაია დღეს სამჯერ დააჯარიმეს - ჯამში 14 500 ლარით
პროევროპული აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია დღეს, 21 თებერვალს, სამჯერ დააჯარიმეს. მისთვის დაკისრებული ჯარიმების მოცულობა 14 500 ლარია - გზის გადაკეტვისთვის 5000-5000 ლარი, პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის კი 4500 ლარი.