პრეზიდენტის ვებსაიტზე „ინფორმაციის განახლება“ მიმდინარეობს
თითქმის ორი თვეა საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებსაიტზე ინფორმაციის მოძიება შეუძლებელია. მას შემდეგ, რაც მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია მოხდა და მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაცია დატოვა, ვებსაიტზე გაჩნდა წარწერა - „მიმდინარეობს ინფორმაციის განახლება“.