„თუ ჟურნალისტი ხარ, სასამართლოში დაამტკიცე“ - გზის გადაკეტვისთვის ჟურნალისტებსაც აჯარიმებენ
სხვა მოქალაქეების, მაგალითად, ექიმების, მასწავლებლების, არქიტექტორების, მუსიკოსებისა თუ მსახიობების მსგავსად, საჯარიმო ოქმები საპროტესტო აქციაზე "გზის ხელოვნურად გადაკეტვის" გამო, ჟურნალისტებსაც მისდით. ერთ-ერთი ჟურნალისტი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ უკვე დააჯარიმა 5000 ლარით.