ru24.pro
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21
22
23
24
25
26
27
28

ჩეხეთში, სავაჭრო ცენტრში, მოზარდმა დანით ორი ადამიანი მოკლა

0

ჩეხეთის ქალაქ ჰრადეც-კრალოვის სავაჭრო ცენტრში მოზარდმა დანით ორი ქალი მოკლა, იტყობინება პოლიცია.

პოლიცია იძიებს პრაღიდან 110 კილომეტრში მდებარე ქალაქში მომხდარი დანაშაულის მოტივს. „მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევის ადგილზე მომხდარიდან რამდენიმე წუთში მივედით, ორივე მსხვერპლმა მიიღო იმდენად სერიოზული ტრავმები, რომ მათი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა" - წერს პოლიცია X-ზე.

პოლიციის ცნობით, მოკლულები მაღაზიის თანამშრომლები არიან. ეჭვმიტანილი 16 წლის მოზარდია, ჩეხეთის მოქალაქე, რომელიც ინციდენტიდან ათ წუთში დააკავეს.

ნახეს ასევე დანა, 20-სანტიმეტრიანი პირით.

დანაშაულის მოტივი არაა დადგენილი, მაგრამ არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ტერაქტი იყო, აცხადებს პოლიცია.