„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღეს
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა დღეს, 20 თებერვალს, მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც საზოგადოებრივ ორგანიზაციებს საბიუჯეტო დაფინანსებას ჰპირდება. კანონპროექტს, რომლის ინიციატორი „ქართული ოცნების“ მთავრობაა, 80-მა პოლიტიკოსმა დაუჭირა მხარი.