ზელენსკი: უკრაინაში გაწეული ხარჯების შესახებ ტრამპის მიერ დასახელებული მონაცემები არასწორია
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ ეთანხმება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დასახელებულ რიცხვებს. „ჩვენ კიევს მგონი 350 მილიარდი დოლარი მივეცით. შესაძლოა, ცოტა ნაკლები, თუმცა ეს მნიშვნელოვანი თანხაა. მაგრამ სად არის მთელი ეს ფული? სად მიდის ის?“ - თქვა ტრამპმა 18 თებერვალს.
ზელენსკის თქმით, ეს მონაცემები არასწორია.
„ვფიქრობ, გარკვევაა საჭირო დახმარებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს აბსოლუტური რიცხვები. ჩვენ ომი 320 მილიარდი დაგვიჯდა. 120 მილიარდი - ეს ჩვენ ვართ, უკრაინელი ხალხი, 200 მილიარდი - აშშ და ევროკავშირი. ვლაპარაკობთ 320 მილიარდზე - ესაა შეიარაღების პაკეტი. ცალკე თუ დავიანგარიშებთ, მთლიანობაში აშშ-მა მოგვცა 67 მილიარდი იარაღის სახით პლუს 31,5 მილიარდი ფინანსური დახმარება ბიუჯეტისთვის,“ - თქვა ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 20 იანვრის მონაცემებით, ანუ ტრამპის ინაუგურაციამდე, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მოკიდებული აშშ-მა უკრაინას დაახლოებით 69,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება აღმოუჩინა.
ამასთან, როგორც BBC შენიშნავს, ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაცია „საერთაშორისო ურთიერთობების საბჭო“ (Council on Foreign Relations) სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ამერიკის დახმარების სრულ მოცულობას 175 მილიარდ დოლარად აფასებს.